უარის თქმის უფლება
ეს თარგმანი მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. იურიდიულად სავალდებულოა გერმანული ვერსია.
მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) ენიჭებათ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შემდეგი პირობების შესაბამისად. მომხმარებელი (ფიზიკური პირი) არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას იმ მიზნებისთვის, რომლებიც უპირატესად არ მიეკუთვნება მის სამეწარმეო ან დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, თოთხმეტი დღის ვადაში ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვათ ამ ხელშეკრულებაზე.
უარის თქმის ვადა შეადგენს თოთხმეტ დღეს ხელშეკრულების დადების დღიდან.
იმისათვის, რომ გამოიყენოთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ჩვენ (GePost Inh. Davit Chitadze, Flotowstr. 30, 80686 München, გერმანია, ტელეფონი: +49 178 47 80 184, ელ. ფოსტა: d.chitadze@geoparcel.eu) ცალსახა განცხადების მეშვეობით (მაგ. ფოსტით გაგზავნილი წერილი ან ელ. ფოსტა) ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თანდართული ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმის ნიმუში, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
უარის თქმის ვადის დასაცავად საკმარისია, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება გააგზავნოთ უარის თქმის ვადის ამოწურვამდე.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
თუ თქვენ უარს იტყვით ამ ხელშეკრულებაზე, ჩვენ დაგიბრუნებთ ყველა გადახდას, რომელიც თქვენგან მივიღეთ, მიწოდების ხარჯების ჩათვლით (გარდა იმ დამატებითი ხარჯებისა, რომლებიც გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ აირჩიეთ მიწოდების სხვა ტიპი, ვიდრე ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველაზე იაფი სტანდარტული მიწოდებაა), დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს თოთხმეტი დღისა იმ დღიდან, როდესაც მივიღებთ შეტყობინებას ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. ამ თანხის დაბრუნებისთვის ჩვენ გამოვიყენებთ იმავე გადახდის საშუალებას, რომელიც თქვენ გამოიყენეთ თავდაპირველი ტრანზაქციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენთან პირდაპირ შეთანხმდა სხვა რამ; არცერთ შემთხვევაში არ დაგერიცხებათ არანაირი საკომისიო ამ თანხის დაბრუნების გამო.
თუ თქვენ მოითხოვეთ, რომ მომსახურების გაწევა დაიწყოს უარის თქმის ვადის განმავლობაში, თქვენ უნდა გადაგვიხადოთ გონივრული თანხა, რომელიც შეესაბამება იმ მომენტამდე უკვე გაწეული მომსახურების წილს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მთლიან მოცულობასთან შედარებით, როდესაც შეგვატყობინეთ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უარის თქმის უფლების გამოყენების შესახებ.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ ინფორმაციის დასასრული
ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმის ნიმუში
(თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა და გამოაგზავნოთ უკან.)
- ვის: GePost Inh. Davit Chitadze, Flotowstr. 30, 80686 München, გერმანია, ელ. ფოსტა: d.chitadze@geoparcel.eu:
- წინამდებარით ვაცხადებ(თ) უარს მე/ჩვენ (*) ჩემ მიერ/ჩვენ მიერ (*) დადებულ ხელშეკრულებაზე შემდეგი საქონლის ყიდვის (*)/შემდეგი მომსახურების გაწევის (*) შესახებ
- შეკვეთილია (*)/მიღებულია (*)
- მომხმარებლის (ფიზიკური პირის) / მომხმარებლების სახელი და გვარი
- მომხმარებლის (ფიზიკური პირის) / მომხმარებლების მისამართი
- მომხმარებლის (ფიზიკური პირის) / მომხმარებლების ხელმოწერა (მხოლოდ ქაღალდზე შეტყობინების შემთხვევაში)
- თარიღი
(*) არასაჭირო წაიშალოს.